ისტორიული პუნქტი კახეთის სამეფოში.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათჳს, არჩილ მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა. ხოლო დამპალას აღმოსავლით-ჩრდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი“. ვახუშტის დამპალა კახეთის სოფლების სიაში, როგორც დასახლებული პუნქტი, შეტანილი არ აქვს. ლოკალიზდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა არ ხერხდება. |